Imedi Care Trip Travel Coverage Map

სს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია "იმედი ელ ინტერნეიშენალი" ერთ–ერთი ყველაზე  სტაბილური და დინამიურად მზარდი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელმაც თავისი რეპუტაცია მომხმარებლისთვის მაღალი დონის მომსახურებით, სტაბილურობის მტკიცე გარანტიითა და ფინანსური სიძლიერით დაიმკვიდრა.

 

დროთა განმავლობაში მოსახლეობაში დაზღვევის კულტურა მაღლდება, სწორედ ეს არის სადაზღვევო კომპანიის წარმატების ერთერთი პირობა. მომსახურების ხარისხი საკმაოდ მგრძნობიარე თემაა, შესაბამისად ჩვენი კომპანიისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ინდივიდუალური მიდგომის სრულყოფა. მაღალი ხარისხის სტანდარტით შექმნილი და მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული პროდუქტების განვითარება, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენს კლიენტთა ლოიალურობასა და კმაყოფილებაზე აისახება. 

 

კომპანია 16 წლის განმავლობაში თანმიმდევრულად ახორციელებს  დასახულ სტრატეგიასა და პოლიტიკას, რომელიც მიმართულია მხოლოდ ხარისხზე ორიენტირებული სერვისისა და პროდუქტების შექმნისაკენ. ჩვენი უპირველესი მიზანია, უზრუნველვყოთ მაქსიმალური სტაბილურობა მომსახურებასა და ხარისხში, მომხმარებელს შევთავაზოთ მაღალი ხარისხისა და მყარი გარანტიების სადაზღვევო პროდუქტები. ჩვენი კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება, მომხმარებელზე ორიენტიერებული მომსახურება, დაზღვევის დასავლური მოდელი და მსხვილი კაპიტალი ყოველი თქვენგანისთვის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონების, ბიზნესისა და ზოგადად, მომავლის საიმედო დაცვის გარანტიაა.

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2009 | სს სადაზღვევო კომპანია 'იმედი ელი'
დამზადებულია ITDC-ს მიერ